ვლადიმირ კარა-მურზა

კარა-მურზას პატიმრობაში გამოქვეყნებული სტატიებისთვის პულიცერის პრემია მიენიჭა

ვლადიმირ კარა-მურზა
BBC

რუს ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას, რომელიც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25-წლიან პატიმრობას იხდის, პულიცერი პრემია მიენიჭა.

2024 წელს გამოცემა The Washington Post-მა რუსი ოპოზიციონერის მიერ დაწერილი 3 სტატია გამოაქვეყნა. კარა-მურზა რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ წერდა და დასავლეთს ვლადიმირ პუტინის ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებდა.

2023 წლის ივლისში პოლიტიკოსს სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი მისი საჯარო გამოსვლები გახდა. კარა-მურზას რუსეთის არმიის შესახებ "ფეიკების" გავრცელება, "არასასურველ" ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფო ღალატი ედება ბრალად.

კომენტარები