რუსული კანონი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება

მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტების სერია გაიმართება სახელწოდებით - ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის.

პირველი საქველმოქმედო კონცერტი დედაენის ბარში, ჯემ სესია სანდრო ნიკოლაძესთან ერთად დღეს, 7 მაისს 21:00 საათზე ჩატარდება. დასწრების ღირებულება 15 ლარი იქნება, ხოლო შემოსული თანხა საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს მოხმარდება.

"საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი წარმოგიდგენთ საქველმოქმედო კონცერტების სერიას: 

ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის!

კონცერტები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა მუსიკოსების მიერ, ხოლო შემოსული თანხა მოხმარდება საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს. 

საქართველოს გეზი ევროპისკენ მიდის, ყველა სხვა გზა კურსიდან გადახვევაა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით." - ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

კომენტარები