თავისუფალი საქართველოს მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ ვაკის პარკის მიმდებარედ, მამაკაცის ფეხსაცმელების მაღაზია Posh-ის ბანერს ქართულად დააწერა "ფოში - კანონი ირღვევა".
კუკავას შეფასებით, კომპანიებს ბანერებზე წარწერების ქართულად დაწერას რეკლამის შესახებ კანონის მეოთხე მუხლი ავალდებულებს.