ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აქცია ბელარუსი

დღის ფოტო: ბელარუსში გათავისუფლებულ მომიტინგეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ

პარასკევი, 14 აგვისტო, 2020 - 15:40
EPA
tbl.ge/500y
დაკოპირდა
EPA
EPA

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო.

გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბელარუსში გათავისუფლებულ მომიტინგეებს მინსკის დაკავების ცენტრთან სამედიცინო დახმარებას უწევენ.

გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან. ქალაქ ჟოდინის იზოლატორთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გათავისუფლებულებს საკუთარი მანქანებით სახლში წაყვანა შესთავაზეს.

13 აგვისტოს პროტესტის ახალი ტალღის დროს ბელარუსის ქუჩებში მშვიდობიან ჯაჭვში ექიმებიც ჩაერთნენ. სოლიდარობის ნიშნად გაფიცვა მოაწყვეს ქარხნების თანამშრომლებმაც.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი წევრების ვიდეოები, რომლებიც პროტესტის ნიშნად თავიანთ ფორმებს ყრიან.

სამთავრობო არხების რამდენიმე ჟურნალისტმა სამუშაო ადგილები დატოვა.

ბელარუსი დემონსტრანტების მხარდამჭერი აქციები გამართა ლატვიასა და რუსეთში. მოსკოვში აქცია პოლიციამ დაშალა.

ბელარუსის შსს-ს განცხადებით, აქციები მართულია, მომიტინგეებს ფულს უხდიან და ამის უკან დაპატიმრებული ოპოზიციონერის ვიკტორ ბაბარიკოს შტაბი დგას, ლუკაშენკო კი ამბობს, რომ აქციებში კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ახლა უმუშევრები არიან.

აქციებზე 7000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აქტიურად იჭერენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ბელარუსში დააკავეს დაახლოებით 50 ჟურნალისტი. მინსკში თავს ესხმოდენ ჟურნალისტებს, მათ შორის იყვნენ BBC-ს და Associated Press-ის კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ აკრედიტაცია, უმტვრევდნენ კამერებს და ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს ფოტო- და ვიდეომასალით.

საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ბელარუსიაქცია ბელარუსშილუკაშენკოპროტესტი ბელარუსშიაქცია ბელარუსი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინამ ყირიმთან დამაკავშირებელ რუსულ ლოჯისტიკურ მარშრუტზე საჰაერო კონტროლი დაამყარა
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 23:30

უკრაინამ ყირიმთან დამაკავშირებელ რუსულ ლოჯისტიკურ მარშრუტზე საჰაერო კონტროლი დაამყარა

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 23:03

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ლევან მურუსიძე მე პირადად ძალიან არ მომწონს – თეა წულუკიანი
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 22:00

ლევან მურუსიძე მე პირადად ძალიან არ მომწონს – თეა წულუკიანი

ოჯახის ცნობით, კანადელი სტუდენტი საქართველოს საზღვარზე ADHD-ის მედიკამენტის გამო დააკავეს
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 21:23

ოჯახის ცნობით, კანადელი სტუდენტი საქართველოს საზღვარზე ADHD-ის მედიკამენტის გამო დააკავეს

მედვედევი: სომხეთის არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 19:12

მედვედევი: სომხეთის არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება

ყველაზე კითხვადი

ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
1ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
2უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
3რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში გაგზავნეს
4ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა
5გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში