დაკავება

შსს უწყების მაღალჩინოსნის დაკავებაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს

RFE/RL

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია ზუგდიდში მცხოვრები კიდევ ერთი პირი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაკავება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-გასაღებას უკავშირდება.

ტაბულა ინფორმაციის შსს-ში გადამოწმებას ცდილობს. ამ ეტაპზე შსს კომენტარს არ აკეთებს, თუმცა უწყება ინფორმაციის მოკლე დროში მოწოდებას დაგვპირდა.

ზაზა სურმავა ხსენებულ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს.

კომენტარები