საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

ქანთარია: ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებას მალე მივიღებთ

radiotavisupleba.ge

ქართული ოცნება ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მალე მიიღებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

"გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ეს საკითხი კენჭისყრამდეა მისული, ჩვენ ამას ძალიან მალე გავაკეთებთ, თუკი გვექნება შესაბამისი ქვორუმი", - თქვა ქანთარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ქართულ ოცნებას სურს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

კომენტარები