აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული - $250 მილიონად შეფასებული სასახლე გამოჩნდა. შენობა ლოს-ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ, ბელ-ეარის სამეზობლოში ბრიუს მაკოვსკის დეველოპერულმა კომპანიამ ააშენა.
სასახლეს 150-მდე ხელოვნების ნიმუში და ასევე $30 მილიონად შეფასებული რარიტეტული ავტომობილების კოლექცია მოჰყვება.
სახლის ფართობი 3.5 ათასი კვადრატული მეტრია, რაც მართალია $250 მილიონიანი სახლისთვის მცირე ზომაა, მაგრამ ბელ-ეარზე არსებული მიწის ღირებულების გათვალისწინებით მისაღები ღირებულებაა. სასახლეში 12 საძინებელი, 21 სააბაზანო, 40 ადგილიანი კინოთეატრი, მოოქროვილი ბოულინგის მოედანი, ვერტმფრენის დასაჯდომი და ათობით ხელოვნების ნიმუშია თავმოყრილი.
როგორ გამოიყურება $250 მილიონიანი სასახლე:
ბრიუს მაკოვსკი უძრავი ქონების ბაზარზე ელიტური ხელჩანთებისა და ფეხსაცმლის ბიზნესიდან მივიდა. მაკოვსკის ყველაზე ძვირადღირებული გარიგება ჰონგ-კონგელი მილიარდერის $330 მილიონად შეფასებული სასახლეა.