საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე ბუკიკიოზე: არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებას ეხმაურება, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმის გადადებას იწუნებს.

"შეგვიძლია, ძალიან მკაფიოდ ავუხსნათ ჯანი ბუკიკიოს, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილებების მიზეზი. ამაზე გვექნება დღეს საუბარი და დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ჯანი ბუკიკიოსგან იქნება შესაბამისი პასუხი. როგორც მოგეხსენებათ, მესამე მოსმენის განხილვის პროცესში შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანა დოკუმენტში. აქედან გამომდინარე არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა", - თქვა კობახიძემ რ2-თან საუბარში.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო დღეს ბათუმში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

კანონპროექტი ქართული ოცნების უმრავლესობამ ორი მოსმენით უკვე მიიღო.

კომენტარები