აშშ შოუ-ბიზნესი

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელსაც House of Card-ისგან ისწავლით

0 კომენტარი

პოპულარული ამერიკული სერიალი "ბანქოს სახლი" არამხოლოდ იმას ასახავს, თუ რა დრამა ტრიალებს აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში, არამედ ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვაძლევს. ხრიკების, ტყუილების, სექსის, მანიპულაციების, ძალაუფლებისა და სიხარბის მიღმა, სერიალში არაერთი ღრმა აზრია ჩადებული, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენ წარმოდგენას სამყაროზე. 

ძალაუფლება მარტივად არ მოდის

მწვერვალამდე მისასვლელი გზა ძალიან რთულია. ძალიან მარტივია იმის დანახვა, რომ ფრენკ ანდერვუდს თეთრი სახლისთვის თვალი აქვს დადგმული და მას მიზნის მიღწევაში ვერაფერი შეუშლის ხელს. მას ამ გზის დაგება მკვლელობებით, გამოძალვითა და კორუფციით მოუწია, თუმცა მან აირჩია, რომ არ დანებებულიყო. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე წარმატება, ძალაუფლება და გავლენა მძიმე მუშაობის შედეგად მოდის და უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე ვინმეს ამის წარმოდგენა შეუძლია. იქნება რთული გადაწყვეტილებებიც, ზიანიც და უფრო მეტი რამ, რასაც ადამიანი უნდა გაუმკლავდეს. ყოველთვის გამოჩნდება დაბრკოლებები, სირთულეები და საფრთხეები, რომლებსაც მანამდე არ ელოდებოდით.

სიკეთესა და სისუსტეს ერთმანეთში ნუ აურევთ

ეს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელიც არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ. ადამიანებს, როგორც წესი, სხვა ადამიანის სიკეთე მის სისუსტეში ერევათ. ძალიან დიდ ძალას მოითხოვს, რომ ადამიანი კეთილი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის იმავეს ვერ იღებს. ფრენკმა ეს გაკვეთილი ცუდად ისწავლა, როდესაც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ჰეზერ დანბერის მოშორებას მისთვის უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილის შეთავაზებით ცდილობდა. ფრენკმა ვერ დააფასა ჰეზერის შესაძლებლობები, რომელიც მარტივად იცნობდა მის სვლებს. იმის ნაცვლად, რომ მიეღო ის, რაც სურდა, ფრენკს დიდი კონკურენცია ხვდა წილად. 

არასდროს აურიოთ ერთმანეთში საქმე და სიამოვნება

არ აქვს მნიშვნელობა სამუშაო ადგილია, თუ ეროვნული პოლიტიკა, საქმისა და სიამოვნების ერთმანეთში არევა დიდ პრობლემებს მოასწავებს. ეს შოუ აჩვენებს, თუ რამდენად შეიძლება ამან თქვენი ცხოვრება დაანგრიოს. სანამ კლერის ურთიერთობა ადამ გალოუეისთან ეროვნული განხილვის თემა ხდებოდა, რამაც მისი ცხოვრება აუტანელი გახადა, ფრენკს "სარგებლიანმა მეგობრობამ" ცხოვრება დაუნგრია. შოუ ასევე აჩვენებს, თუ როგორ დაუნგრია ალკოჰოლის სიყვარულმა პიტერ რუსოს ყველაფერი, რისთვისაც ოდესმე მიუღწევია. ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე, ადამიანები ხშირად კარგავენ თავს და ივიწყებენ, რამდენი უბედურება შეიძლება მოიტანოს სიამოვნებამ. ეს შოუ ადამიანებს აჩვენებს, რომ თავი მყარად ეკავოთ მხრებზე და სიამოვნება საქმისგან გამიჯნონ.

ქორწინება ყოველთვის სიყვარულს არ ნიშნავს

მიუხედავად იმისა, რისი დაჯერება გვინდა, ქორწინება ყოველთვის საოცნებო არ არის, სადაც ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები ყოველ დილით გვერდიგვერდ იღვიძებენ, სანამ მათ სიკვდილი არ დააშორებს. სიყვარული არ არის პირველი სიტყვა, რომელიც თავში მოგვდის, როცა ფრენკისა და კლერის ქორწინებაზე ვსაუბრობთ. ფასადური ბედნიერი თანაცხოვრების იმიჯის უკან კონტროლის პოლიტიკა, მანიპულაცია და იმაზე რთული გონებრივი თამაშებია, ვიდრე ჭადრაკი. წყვილი ერთმანეთს იოტისოდენა სინდისის ქენჯნის გარეშე პროფესიული წარმატების მისაღწევად იყენებს.

ერთგულება ფულზე ძვირფასია

ფრენკ ანდერვუდი თავის მხრივ ამბობს "ფულის ძალაუფლებაზე გაცვლა ისეთი შეცდომაა, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს". ის ერთგულებას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე ფული და როდესაც ერთგულებაზე ვსაუბრობთ, პირველი სახელი, რომელიც თავში მოგვდის დაგ სტემპერია. ის ფრენკსა და მის ამბიციებს ყოველთვის საკუთარზე წინ აყენებდა, რითიც სამყაროს ერთგულების მაგალითს აჩვენებს. 

                                               

                                 მასალა მომზადებულია WizzHouse-ის მიერ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები