დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცი

შსს: პროკურატურის და შალვა ხუციშვილის განცხადებებს შორის წინააღმდეგობა არ არსებობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, "პროკურატურისა და და შს მინისტრის მოადგილის განცხადებებს შორის, არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს". როგორც უწყების განცხადებაში წერია, "ორივე შემთხვევაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა".

"შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ შსს-მ მის ხელთ არსებული ყველა ჩანაწერი პროკურატურას გადასცა. მისივე ინფორმაციით, ამ ჩანაწერებზე დაფიქსირებულია პავლე პ.-ს ცუდად გახდომის შემდგომი ეპიზოდი, თუმცა, სამწუხაროდ, მათში არ არის ასახული მისი დაკავების მომენტი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ თავის განცხადებაში ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, "მჭიდროდ თანამშრომლობს" პროკურატურასთან.

"შსს, პირველ რიგში, თავადვეა დაინტერესებული, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება" - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე, მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცავები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. 

კომენტარები