საფრანგეთი

ემანუელ მაკრონი საფრანგეთში 2-წლიან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ასრულებს

AFP

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ასრულებს. საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში პარიზის ტერაქტის შემდეგ გამოცხადდა. თავდასხმას მაშინ 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით კი დაშავდა.

2-წლიანი საგანგებო რეჟიმი, რომლის დროსაც არა მხოლოდ პარიზის, არამედ მთელი ქვეყნის დაცვა იყო გაძლიერებული, ოფიციალურად პირველ ნოემბერს დასრულდება. მაკრონმა გადაწყვეტილება ახალი ანტიტერორისტული კანონის მიღების შემდეგ მიიღო. კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი 30 ოქტომბერს მოაწერა, სამართალდამცავების უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.

ამიერიდან, ფრანგულ პოლიციას უფლება ეძლევა, სასამართლო სარჩელის გარეშე აწარმოოს ჩხრეკა კერძო საკუთრებაში, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შეუზღუდოს გადაადგილება და დახუროს ის რელიგიური დაწესებულებები, რომელთაც ექსტრემისტულ ჯგუფებთან კავშირში დასდებენ ბრალს.

კომენტარები