კრიმინალი

ნოზაძე: არანაირ ნარკოტიკზე საუბარი არ ყოფილა, ეს არის გრანდიოზული სისულელე

რუსთავი 2

მომღერალი, "ქუჩის ბიჭების" წევრი, ირაკლი ნოზაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დავის გამო დაჭრეს.

"ეს არის გრანდიოზული სისულელე და ერთადერთი ის არის, რომ შეიძლება, ყველაფერზე წავიდეს, ალბათ, თავდაცვის მიზნით ახლა, რომ ან შემოატრიალონ ან კვალიფიკაცია შეცვალონ. მეგობრები არიან და ალბათ ლოგიკურია, რომ ერთად რაღაცა, ან მოილაპარაკეს, ან რაღაც მსგავსი მოხდა. იქ საუბარიც კი არ ყოფილა არანაირ ნარკოტიკზე. სატელეფონო საუბარი როცა შედგა, მან აუგი სიტყვებით მომიხსენია და მეც შესაბამისად ვუპასუხე. ჩემს სახლში ჩხრეკა ჩატარდა და არაფერი უპოვიათ რა თქმა უნდა", - ამბობს ის რუსთავი 2-თან.

სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა თ.ჯ.-მ მას ნარკოტიკის შესაძენად თანხა გადასცა, თუმცა მომღერალმა ნარკოტიკული საშუალება არ მისცა. 

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ირაკლი ნოზაძემ მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე "პიკასო" თბილისში, წერეთლის გამზირზე 25 ივნისს დაჭრეს. 26 ივნისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ დააკავეს ორი პირი. მათგან ერთს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინელობას.

29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

საქმეზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 19-108-ე და 376-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები