უნგრელმა ფოტოგრაფმა ფლორა ბორსიმ შექმნა ფოტოების სერია, სადაც ნამდვილი ადამიანები ფოტოებზე გამოსახულ გმირებს ჰგვანან. თითოეული ფოტოსთვის მან მოძებნა შესაფერისი მოდელი, ტანსაცმელი და აქსესუარები. ფოტოს გადაღების შემდეგ ის მათ ფოტოშოპში ამუშავებდა და ამსგავსებდა ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, როგორებიც არიან მოდილიანი, პიკასო, კეს ვან დონგენი და სხვა.