ნიკა მელიას საქმე

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. სხდომას არ ესწრებოდა ეკა ბესელია. საკითხი სავარაუდოდ დღესვე გავა პლენარულ სხდომაზე.

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ, რასაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები