დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

დღეიდან მუშაობას იწყებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

დღეიდან, 2020 წლის პირველი იანვრიდან იწყებს მუშაობას მთავრობის მიერ შექმნილი ახალი უწყება - დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო.

სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სააგენტო "სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, სააგენტოს მოვალეობებში შედის "პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა".

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის შესახებ პირველად გასული წლის 11 ოქტომბერს გახდა ცნობილი, 24 დეკემბერს კი სააგენტოს პრეზენტაცია გამართა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც.

 

კომენტარები