მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

https://baigenews.kz/

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვმა 31-ს მიაღწია, ხოლო დაშავდა 1 547 ადამიანი. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 45 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, მათ შორის არის ერთი ქალი, რომელმაც ნანგრევებში 17 საათი გაატარა. სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 433 მაშველია ჩართული. ოპერაციაში ჩართულია ასეულობით ტექნიკა და 17 ძაღლი. 

მიწისძვრის შედეგად განადგურდა 76 შენობა. სერიოზულად დაზიანდა 42 სახლი, ხოლო 425 მცირედით. 

აღმოსავლეთ თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. ამის შემდეგ კი 530-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

კომენტარები