ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონმა ელენ დეჯენერესის შოუ წაიყვანა და FRIENDS-ის ფანები შეაშინა

ტაბულა

ელენ დეჯენერესის შოუმ ამჯერად ლეგენდარული წამყვანის გარეშე ჩაიარა. მისი სავარძელი კი დეჯენერესის უახლოესმა მეგობარმა, ჯენიფერ ენისტონმა დაიკავა. 

მსახიობმა შოუში აღნიშნა, რომ დეჯენერესი მართვის მოწმობის ასაღებად წავიდა და შოუს ამიტომაც არ წაიყვანს და ელენმაც იმის დასამტკიცებლად, რომ მართლა "საპატიო მიზეზით" აცდენს გადაცემას ენისტონს ვიდეოჩანაწერი გამოუგზავნა. 

გადაცემის ფარგლებში ენისტონმა აჩვენა ვიდეო, რომელშიც სერიალის FRIENDS გადასაღებ მოედანზე მისულ ფანებს მსახიობმა სიურპრიზი მოუწყო. ენისტონი მათ ფოტოს გადაღებამდე აშინებდა და კიცხავდა იმისთვის, რომ კითხვაზე: "რომელია შენი საყვარელი პერსონაჟი სერიალიდან Friends" ისინი არა რეიჩელის, არამედ რომელიმე სხვა პერსონაჟის სახელს ამბობდნენ. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=279&v=U51MiA0JlIc&feature=emb_title]

კომენტარები