ევროსაბჭოს მინისტერიალი

თალაკვაძე ოპოზიციაზე: იმუქრებიან, რომ თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი ჩატარდება, ქვეყანას არევენ

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყნის არევით იმუქრება, თუ თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის დელეგაციაც მიიღებს. ამის შესახებ თალაკვაძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლისას დარბაზში ევროპული საქართველოს დეპუტატები, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ და სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს.

"მათ [ოპოზიცია] ევროპის საბჭოში მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში. რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხემძღვანელებთანაც ჰქონდათ პოლიტიკური შეხვედრები და ლოიალურ შეფასებებსაც აკეთებდნენ მედიით. დღეს კი მწვავე, მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ, რომ თუ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, ქვეყანას არევენ. დაუკვირდით, ეს არის მათი გზავნილი და ორმაგი სტანდარტი". - თქვა თალაკვაძემ. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.

ოკუპირებული ტერიტორების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, მაგრამ არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

2. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით".

28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა, მაგრამ ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა.

28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კომენტარები