იდლიბის პროვინცია

UNHCR: წელს ჩრდ. სირიაში რუსეთის და სირიის თავდასხმებს დაახლოებით 300 მოქალაქე ემსხვერპლა

მიშელ ბაჩელეტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა 18 თებერვალს თქვა, რომ მიმდინარე წელს ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში დაახლოებით 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 93% შემთხვევაში სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირის, რუსეთის თავდასხმების გამო. 

ბაჩელეტმა იძულებით გადაადგილებული პირების ბანაკებთან, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პირდაპირი თავდასხმები დაგმო.

მისმა სპიკერმა რუპერტს კოლვილმა კითხვაზე, სირია და რუსეთი მოქალაქეებს და საერთაშორისო სამართლით დაცულ შენობებს გაზრახ იღებდა თუ არა სამიზნეში, უპასუხა: "თავდასხმების რაოდენობა საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებზე ამბობს, რომ ყველა შემთხვევითი არაა".

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლმა ჯეიმს ჯეფრიმ თქვა, რომ იდლიბზე თავდასხმების გამო ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში 700000 პირი იძულებით გადასახლებულია.

27 იანვარს პომპეომ იდლიბსა და დასავლეთ ალეპოს პროვინციებში მცხოვრებების წინააღმდეგ რუსეთის, ირანის რეჟიმის, ჰეზბოლას და ასადის რეჟიმის "გაუმართლებელი თავდასხმები" დაგმო და განაცხადა, რომ "აშშ მზადაა ასადის რეჟიმისა და ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობს ამ სასტიკ ქმედებებს, მიიღოს ყველაზე ძლიერი დიპლომატიური და ეკონომიკური ზომები".

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

გასული ორი კვირის მანძილზე იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას სულ მცირე 13 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. თურეთმა საპასუხო ქმედებები განახორციელა. ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში სირიის მთავრობის სამხედრო ძალებს ყველგან დაარტყამდა, თუ თურქ ჯარისკას კიდევ ავნებდნენ.

მან ასევე არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდება და ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ შედეგებს ყველა იგრძნობს.

ამავდროულად, თურქეთსა და რუსეთს შორის რეგიონში მიმდინარე სიტუაციაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მიმდინარე დაპირისპირება ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში შეთანხმების მიღწევას ართულებს.

ასადის ძალები იდლიბზე თავდასხმას აგრძელებენ და რამდენიმე ქალაქი აიღეს.

კომენტარები