საარჩევნო სისტემა

კალაძე: შევხვდებით ყველა პარტიას, თუ ვერ შევთანხმდით, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება

0 კომენტარი

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ მმართველი პარტია დიალოგისთვის მზადაა და სურს შეხვდეს ყველა პარტიას, ერთად ან ინდივიდუალურად.

"თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა რაღაც კონსენსუსის მიღწევა, მაშინ რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით. ჩვენი სურვილია ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მოხდეს შეხვედრა, შეიძლება როგორც ყველა ერთად, ასევე ცალკეულ პარტიებს, თუ ექნებათ სურვილი, ინდივიდუალურად. რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი, ჩვენ მზად ვართ", - თქვა კახა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, რომელ პარტიასთან გეგმავს მომდევნო შეხვედრას ქართული ოცნება, კალაძე პასუხობს, რომ ნუმერაცია არ აქვთ და მზად არიან შეხვდნენ ყველას.

"ძალიან მალე უნდა დამთავრდეს ამაზე მსჯელობა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ სხვანაირად ცვლილებების განხორციელება ხდება შეუძლებელი", - აღნიშნა მან.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და ქართულმა ოცნებამ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებები არ მიიღო, ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა. აქციების და პიკეტების პარალელურად, ხელისუფლება და ოპოზიცია შეხვედრებსაც მართავდა. მე-4 რაუნდზე, 2019 წლის 20 დეკემბერს ქართული ოცნების შემოთავაზება იყო მანდატების 100/50-ზე გადანაწილება - 100 პროპორციული სიით, ხოლო 50 მაჟორიტარი. ოპოზიციისთვის ეს მიუღებელია. ქართული ოცნების წინააღმდეგ გაერთიანებულების საერთო პოზიცია ამ ეტაპზე 130/20-ზე გადანაწილებაა. სწორედ ამის შეთავაზებას აპირებდნენ ისინი ხელისუფლებისთვის, თუმცა გიგი უგულავას დაკავების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა. ოპოზიციის აზრით, ერთ-ერთი ლიდერის დაკავებით ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა. პარალელურად, ხელისუფლება ცდილობს პარტიებს ცალ-ცალკე ესაუბროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები