შეცვალე

მოძრაობა შეცვალეს წევრებმა გია ვოლსკის საჩუქრად საბჭოთა პასპორტი მიუტანეს

rustavi2

მოძრაობა შეცვალეს წევრებმა პარლამენტის შესასვლელთან აქცია გამართეს. აქტივისტებმა გია ვოლსკის ვიცე-სპიკერობა გააპროტესტეს და მას საჩუქრად საბჭოთა პასპორტი მიუტანეს. 

"ეს ადამიანი დღეს რატომღაც აპროტესტებს და უკვირს პარლამენტში დადგმული პერფორმანსი, რომელიც ერთ-ერთმა აქტივისტმა დადგა და ჩართო საბჭოთა ჰიმნი. ის ხმას არ იღებს და გაკრულ კომენტარს აკეთებს რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს ჰყავს რუსული ოცნება და არა ქართული ოცნება," - თქვა მოძრაობა შეცვალეს ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა. 

18 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ევროპული საქართველოს დეპუტატები, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი, შევიდნენ და სსრკ-ს ჰიმნი ჩართეს

კომენტარები