საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: ტოკიოს ოლიმპიადა დათქმულ ვადებში ჩატარდება

The Guardian

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები დათქმულ ვადებში, 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებული მოხსენება და რომ ტოკიოს მთავრობასთან, თამაშების საორგანიზაციო ჯგუფთან და იაპონიის მთავრობასთან ერთად ჩამოყალიბდა უწყება, რომელიც კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით იმუშავებს,

კომიტეტი მოუწოდებს სპორტსმენებს, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის.

26 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, შეიძლებოდა, ჩაშლილიყო.

ოლიმპიადა, რომელიც 1896 წლიდან ტარდება, მხოლოდ ომის დროს ჩაიშალა - 1940 წელს, როცა თამაშები ასევე ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო, იაპონია-ჩინეთის ომის გამო არ შედგა. ასევე, ჩაშლის საფრთხე იყო 2016 წელს ბრაზილიაში, ზიკას ვირუსის დროს გამო.

კომენტარები