კორონავირუსი

მთავრობა ბარ-რესტორნებს რეკომენდაციას აძლევს, მხოლოდ ე.წ გატანის სერვისი დატოვოს

0 კომენტარი
ფოტო: luxuryresortphotography.com

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტები. ასევე, მთავრობა რეკომენდაციას აძლევს ბარ-რესტორნებს, დროებით შეზღუდონ მომსახურება და მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებზე იმუშაონ.

"რეკომენდაციას ვაძლევთ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, რომ შეზღუდონ მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების უშუალო მომსახურებასთან.

მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ გატანის სერვისებისთვის, თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კობტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან" - განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ორი კვირით ჩაიკეტოს.

საქართველოში კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები