კორონავირუსი საქართველოში

წმიდა სინოდი არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის

Facebook/ საპატრიარქოს უწყებანი

წმიდა სინოდი ეპიდემიას უმოქმედობით პასუხობს - ღვთისმსახურებები არ შეჩერდება, ზიარების წესი არ შეიცვლება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი ზომები არ მიიღო.

წმიდა სინოდმა გვერდი აუარა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და არ გაითვალისწინა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ მიღებული დამატებითი ზომები.

სინოდის სხდომის ოქმის შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

საბერძნეთის შემთხვევაში, წმიდა სინოდის მიერ მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებას, რომელიც არ აკმაყოფილებდა ქვეყნის ჯანდაცვის დაწესებულებების მოთხოვნებს, საბერძნეთის მთავრობამ ღვთისმსახურებების შეჩერებით უპასუხა.

არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზიარებელი კოვზის დეზინფექცია დაიწყო მოსკოვის საპატრიარქომ, ხოლო უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კოვზი საერთოდ ამოიღო პრაქტიკიდან. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილმა ერისკაცებისთვის ლიტურგიაზე არდასწრების რეკომენდაცია გასცა.

საქართველის ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვების შემდეგ, რომელმაც გამონაკლისების გარდა ყველა სახის ვაჭრობას კრძალავს, ეკლესია აგრძელებს ღვთისმსახურებების აღსრულებას, რაც ეპიდემიის გავრცელების რისკს წარმოქმნის.

კომენტარები