პეპ გვარდიოლამ და ლიონელ მესიმ COVID-19-თან ბრძოლისთვის თითო მილიონი ევრო გაიღეს

skysports.com

პეპ გვარდიოლამ და ლიონელ მესიმ Covid-19-ის ვირუსთან ბრძოლისთვის თითო მილიონი ევრო გაიღეს.

მათ მიერ მთლიანობაში გაღებული ორი მილიონი ევრო უმეტესად ესპანეთის ჯანდაცვის სისტემას გადაერიცხება - ქვეყანამ დღეს ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვით ჩინეთის მონაცემებს გაასწრო.

ლიონელ მესის გაღებული ერთი მილიონიდან ნაწილი ბარსელონაში მდებარე საავადმყოფო Hospital Clinic-ს ჩაერიცხება, ნაწილი კი მის მშობლიურ ქვეყანას, არგენტინას მოხმარდება.

ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გადარიცხული თანხა ბარსელონას სამედიცინო კოლეჯსა და ანხელ სოლერ დანიელის ფონდს გაუყო.

ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალი კორონავირუსით 738 ადამიანი დაიღუპა, სულ კი COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3,434-მდე გაიზარდა. ჩინეთში იანვრიდან დღემდე ვირუსით 3,281 ადამიანია გარდაცვლილი.

იტალიის შემდეგ [6,820 გარდაცვლილი], ესპანეთში კორონავირუსით ყველაზე ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 47,610 პირი, აქედან 5,367 გამოჯანმრთელდა.

COVID-19 მსოფლიოში 434,983 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 19,607, გამოჯანმრთელებულია 111,870.

კომენტარები