თავისუფლების უკანონო აღკვეთა

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც დას 4 დღის განმავლობაში ბინიდან გასვლის უფლებას არ აძლევდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული კაცი დააკავა. 

დაკავებულს ოჯახის წევრისთვის - დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას - 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა. სამართალდამცველებმა, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები