მაშველები

მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს 

მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 23 წლის ტურისტს მაშველები 17 დღეს ეძებდნენ. 

პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები