ტოკიოს ოლიმპიადის დაწყება 2021 წლის 23 ივლისისთვის გადაიდო

Deadline

ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება. პარაოლიმპიური თამაშები კი 23 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიადა ოფიციალურად 24 მარტს გადაიდო, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ იყო ოლიმპიადის ჩატარების თარიღი. 

მანამდე კი, 3 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები დათქმულ ვადებში, 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართებოდა. კომიტეტმა სპორტსმენებს მოუწოდა, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ. 

ოლიმპიადა, რომელიც 1896 წლიდან ტარდება, მხოლოდ ომის დროს ჩაიშალა - 1940 წელს, როცა თამაშები ასევე ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო, იაპონია-ჩინეთის ომის გამო არ შედგა. ასევე, ჩაშლის საფრთხე იყო 2016 წელს ბრაზილიაში, ზიკას ვირუსის დროს გამო.

კომენტარები