კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ - 26

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 3 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში ვირუსული ინფექციისგან 26 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია, მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

2 აპრილის დილის მონაცემებით, დადასტურდა კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა. საქართველოში COVID 19 სულ 130 ადამიანს დაუდგინდა. საკარანტინო რეჟიმში 5 550 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

კომენტარები