კორონავირუსი

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელებს არასამედიცინო ნიღბების ტარებას ურჩევს

3 აპრილს ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელებს არასამედიცინო ნიღბების ტარება ურჩია.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობასთან "სამედიცინო ან ქირურგიული ნიღბების" ტარების რეკომენდაციით არ გამოდიოდა, რადგან ამ ნიღბებს სამედიცინო პერსონალისთვის ინახავენ.

CDC მოსახლეობას ურჩევს, რომ სახლის გარეთ ნიღბები ატარონ. 

CDC აცხადებს, რომ ამ რეკომენდაციის გაცემის მიზეზი არის "უკანასკნელი კვლევები, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანს, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა ასიმპტომურია და მათ, ვისაც საბოლოოდ განუვითარდებოდათ სიმპტომები, პრესიმპტომულ პირებს ვირუსის გავრცელება სიმპტომების ჩვენებამდე შეუძლიათ".

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსი შესაძლოა ადამიანების ახლო კონტაქტის დროს გავრცელდეს, მაგალითად, საუბრის, ხველების, ცემინების დროს, მაშინაც კი თუ დაინფიცირებულს სიმპტომები არ აქვს.

CDC YouTube-ზე ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში, მარტივად, არასამედიცინო პირბადის დამზადება:

[video:https://www.youtube.com/channel/UCiMg06DjcUk5FRiM3g5sqoQ?feature=emb_subscribe_title]

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ქირურგიული და რესპირატორული პირბადეების დეფიციტია.

აშშ-ში ახალი კორონავირუსი ყველაზე მეტ, 277 607 ადამაინს დაუდასტურდა. 7 406 პირი გარდაიცვალა. 12 283 უკვე გამოჯანმრთელებულია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალი კორონავირუსის გადადებას სუსტი სიმპტომების ან ასიმპტომატური ადამიანები მეტად უწყობენ ხელს, ვიდრე ისინი, ვისაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვთ.

კომენტარები