კორონავირუსი და ეკონომიკა

მთავრობა კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმის შემუშავებაში ანალიტიკურ ორგანიზაციებს ჩართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

"სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება," - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.

გახარიას დღეს ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია ჰქონდა. ვიდეოკონფერენციაზე საუბარი შეეხო იმ ზომებს, რასაც მთავრობა ატარებს კრიზისით გამოწვეული ზიანის შესარბილებლად.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ იმასაც, რომ "ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები პოზიტიურად და ეფექტიანად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილში მათი ხედვები უმეტესწილად ანალოგიურია."

მთავრობის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რომელი ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციები შედიან სიაში.

კომენტარები