კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ეზუგბაიზე: დიდი ალბათობით, იგულისხმა, რომ მოვახერხებთ ეპიდემიის შეჩერებას

ინტერპრესნიუსი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურა.

მარინა ეზუგბაიამ დღეს დილით თქვა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლენილი 25 შემთხვევა აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში კვლევები აგრესიული ტესტირების გარეშე ჩატარდება და ასეთი შედეგი არ განმეორდება.

"დიდი ალბათობით, მან იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას და თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება გრიპის დროს, მაშინ აღარც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება. თუმცა, პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება",- თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე პროგნოზით, ქვეყანაში ჯერჯერობით შემთხვევების მატება იქნება, პიკს თვის ბოლოსკენ მივაღწევთ, რასაც პლატო მოჰყვება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დაღმავალი გზით წასვლა.

"ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება, ე.წ. კოჰაბიტაცია", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები