ირაკლი კობახიძე

კობახიძე: კარგი იქნება გიგა ბოკერია გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას თუ გააგრძელებს

პარლამენტის პრესსამსახური

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ, პალიტრანიუსის ეთერში განმარტა, რას გულისხმობდა, როდესაც ოპოზიციური სპექტრი გოიმურად მოიხსენია.

"ეს არის საერთო აღქმა, მათი საუბრის და მათი თითოეული მოქმედების. რასაც ისინი აკეთებენ და ვიზუალური ეფექტი, რაც ხდება ლეიბორისტული პარტიის ოფისში, აი, ეს სიტყვა ასახავს ზედმიწევნით ამ საერთო სურათს. ეს არის აღქმის საგანი და ზუსტად ემთხვევა ეს ყველაფერი საზოგადოების აღქმას და ამიტომ ძალიან ეტკინათ ეს სიტყვა ოპოზიციის წარმომადგენლებს", - თქვა მან.

კობახიძე თავის ნათქვამზე გიგა ბოკერიას პასუხსაც გამოეხმაურა.

"ძალიან კარგი იქნება თუ გააგრძელებს გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გიგა ბოკერია, საოცარია ეს ყველაფერი", - თქვა მან.

გუშინ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში ასეთი გოიმური ოპოზიცია არ ახსენდება. დღეს, კი დაამატა, რომ N1 გოიმი გიგა ბოკერიაა. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა მას უპასუხა და თქვა, რომ "თუ გოიმი ხარ, უნდა ეცადო, N1 იყო, მადლობა ბატონ კობახიძეს კომპლიმენტისთვის".

კომენტარები