ჩინეთი

ჩინეთი წელს თავდაცვის ბიუჯეტს 6,6%-ით, 179 მილიარდ დოლარამდე ზრდის

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
Reuters

ჩინეთი მიმდინარე წელს თავდაცვის ბიუჯეტს 6,6%-ით, 1,27 ტრილიონ იაუნამდე გაზრდის, რაც 178,9 მილიარდი დოლარის ეკვივალენტურია. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო დეპუტატების მესამე სესიის მიერ მიღებულ დადგენილებაშია საუბარი. 

პარალელურად, 0,7%-ით იზრდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ბიუჯეტი და 183 მილიარდ იუანს შეადგენს, რაც 26 მილიარდი დოლარია. ამასთანავე, სესიაზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა ჩჟან ესუიმ უარყო ხმები თავდაცვის ფარული ხარჯების შესახებ და განაცხადა, რომ ჩინეთის თავდაცვითი ხარჯები ტრანპარენტულია. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთი თავდაცვის ბიუჯეტის სიდიდით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. სტოკჰოლმის საერთაშორისო უნივერსტიტეტის მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი, გლობალურად თავდაცვაზე გაწეული ჯამური ხარჯების 38%-ს შეადგენს. 

აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 686 მილიარდი დოლარია, ხოლო ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის წილი გლობალურ ხარჯებში - 14%. სწრაფი ეკონომიკური ზრდის პარალელურად სწრაფად იზრდება ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტიც. 

შედარებისთვის 2017 წელს ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 7%-ით გაიაზარდა და პირველად ქვეყნის ისტორიაში ტრილიონ იუანს გადააჭარბა.

კომენტარები