ჩინეთი

ჰონგ-კონგში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩინეთის თიენანმენის ჟლეტის გაპროტესტება აკრძალეს

1989 წლის თინამენის მოედანი, უცნობი მომიტინგე/ "ტანკის კაცი".
TIME

ჰონგ-კონგის პოლიციამ 30 წლის განმავლობაში პირველად ჩინეთის თიენანმენის ჟლეტის გაპროტესტება აკრძალეს.

ჰონგ-კონგში უკვე 30 წელია ათასობით მომიტინგე ყოველწლიურად იკრიბება, რათა ჩინეთის სახალო რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროდემოკრატიული მოძრაობის ყველაზე სისხლიანი დარბევა გააპროტესტონ. ისინი ითხოვენ, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს პეკინში თიენანმენის ჟლეტაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

აკრძალვის მიზეზად მაღალჩინოსნებმა ახალი კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის რისკები დაასახელეს. მიუხედავად ამისა, არსებობს ეჭვი, რომ მიმდინარე წელს "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის", ქალაქის ავტონომიიის ფაქტობრივი დასრულებით პეკინს ამ დღის გახსენების დასრულებაც სურს.

ამჟამად, ჩინეთში ჰონგ-კონგი და მაკაუ არის ერთერთი ადგილები, სადაც მოქალაქეებს ამ დღის გახსენება და ზოგადად, რაიმის გაპროტესტება, ჯერ-ჯერობით, კვლავ შეუძლიათ. კონტინენტურ ჩინეთში, რომელსაც სრულიად ოფიციალური პეკინი მართვას, თიენანმენის თემა ტაბუდადებული თემაა. 

ჩინეთის პატრიოტულ-დემოკრატიული მოძრაობების მხარდამჭერი ჰონგ-კონგის ალიანსის თავმჯდომარემ, ლი ჩეუკ იანის განცხადებით, წელს ეს "არაგონივრული" აკრძალვა ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" დასასრულს ნიშნავს.

გასულ წელს ჰონგ-კონგის ვიქტორიას პარკში აქციას, დაახლოებით, 180 000 ადამიანი დაესწრო.

ჰონგ-კონგში თიანანმენის ჟლეტას იხსენებენ. 2019.
ფოტო: Reuters

ლიმ მოსახლეობას მოუწდა, რომ თიენანმენის ჟლეტა ქალაქის სხვადასხვა კუთხეებში მაინც გაიხსენონ. მან მსოფლიო მასშტაბით ონლაინ ღონისძიებაც დააანონსა. 

ჰონგ-კონგში ამჟამად რვა პირის შეკრებაა დაშვებული.

2020 წლის 4 ივნისს თიენანმენის ტრაგედიიდან 31 წელი გადის. 1989 წელს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1989 წლის ტრაგედიას ყოველწლიურად ტაივანშიც იხსენებენ.

-----------

ამასთან ერთად, შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" "გაუმჯობესებას" გეგმავს. კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება უკვე დააანონსა.

კომენტარები