2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

სააკაშვილი: ახლა ჩემთან დატოლების დრო არაა, ჯერ ერთი, ვერც დამეტოლებით

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

"ახლა შურის, ბოღმის დრო არაა, ძველი ანგარიშების გასწორების დროც არაა, ჩემთან დატოლების დროც არაა, რადგან, გარწმუნებთ, ჯერ ერთი, ვერ დამეტოლებით ბევრი მიზეზის გამო და მეორეც, მე ამით არაფერი დამიშავდება და საერთო საქმეს დააკლდება". – თქვა მთავარი არხის ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებმაც გააკრიტიკეს მისი შეთავაზება ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შექმნასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენის ინიციატივა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვის საშუალებით გააჟღერა. მისი თქმით, ერთიანი სიის შედგენა "ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა იქნება".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას იმავე დღეს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, ერთიანი სიის შექმნის წინანადებას პარტია არ განიხილავს, რადგან ვითარების ორპოლუსიანად დახატვა ივანიშვილის ინტერესებშია. ინიციატივას არც "ლელო" იზიარებს – გრიგოლ გეგელიას თქმით, სააკაშვილი თვლის, რომ ორპოლუსიანობა გამოსავალია, რასაც მისი პარტია არ ეთანხმება. ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურება.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ერთიანი სიის შექმნა კოალიციური ხედვის გამტკიცებას ემსახურება. სალომე სამადაშვილის თქმით, მას არ ესმის, როგორ შეუწყობს ხელს ორპოლუსიანობას ეს ინიციატივა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები