კორონავირუსი საქართველოში

ერთთვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ ბოლნისის რაიონის სოფელი გეტა იხსნება

0 კომენტარი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან, 15 ივნისიდან მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"879 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 704 გამოჯანმრთელებული პირი გვყავს, სამწუხაროდ, 14 გარდაცვლილი. ანუ, როგორც ხედავთ, ვირუსი არსად წასულა, ამიტომ, გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ – ის შეზღუდვები, რომელიც სახელმწიფომ მოხსნა, ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში და ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად". –აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ერთი თვის წინ, 15 მაისს გამოცხადდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები