რუსეთი

რუსეთის სამხედრო ტაძარში აგვისტოს ომში მებრძოლი ჯარისკაცები გამოსახეს

0 კომენტარი

რუსეთის სამხედრო ტაძარში აგვისტოს ომში მებრძოლი ჯარისკაცები გამოსახეს. ფრესკის სურათსა და წარწერას ინტერნეტში ცნობილი რუსი მისიონერი, დიაკვანი ანდრეი კურაევი აქვეყნებს.

ფრესკის ქვემოთ შემდეგ წარწერას ვკითხულობთ:

"სამოქალაქო ომი ჩინეთში, ომი კორეაში, შეიარაღებული კონფლიქტი უნგრეთში, ლაოსში, ალჟირში, იემენში, ომი ვიეტნამში, შეიარაღებული კონფლიქტი ეგვიპტეში, სირიაში, ჩეხოსლოვაკიაში, კონფლიქტი დამანსკის ნახევარკუნძულზე, ომები ბანგლადეშსა და კამბოჯაში, ომი ანგლოაში, შეიარაღებული კონფლიქტები ეთიოპიასა და ნიკარაგუაში, საერთაშორისო ვალდებულების შესრულება ავღანეთში, შეიარაღებული ომი ლიბანში, ჩადში, კონფლიქტი ყარაბაღში, ომი იუგოსლავიაში, შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, ტაჯიკეთში და დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, საქართველოს მშვიდობისკენ იძულება, სირიაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, ყირიმთან გაერთიანება".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ეკლესია პარკ პატრიოტში მდებარეობს. შენობის სიმაღლე 95 მეტრია, რის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. 

ეკლესიაში მოზაიკის განთავსებას აპირებდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინი იქნებოდა გამოსახული, თუმცა ეს გეგმა ჩააგდეს

"როდესმე მადლიერი მომავალი თაობა დააფასებს ჩვენს მიღწევებს, თუმცა ახლა ამის გაკეთება ძალიან ნაადრევია". – განცხადა პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები