რუსეთი

რუსეთში გამოიცა პაზოლინის ბიოგრაფია, რომლის მეხუთედსაც ცენზურა დაადეს

United24media / X

რუსეთში გამომცემლობა АСТ-მ იტალიელი რეჟისორისა და პოეტის, პიერ პაოლო პაზოლინის ბიოგრაფია გამოსცა, რომლის მეხუთედსაც ცენზურა დაედო. წიგნში, "პაზოლინი. მოკვდე იდეისთვის", რამდენიმე ათეული გვერდი შავი ფერით არის დაფარული. 

Telegram-ის არხ Осторожно, новости-ს თანახმად, ცენზურას დაახლოებით წიგნის ერთი მეხუთედი დაექვემდებარა.

შავად დაფარეს გარკვეული წინადადებები, მათ შორის ბიოგრაფიული დეტალები, ნაწყვეტები ინტერვიუდან და სქოლიოები. ზოგიერთ შემთხვევაში მიყოლებით რამდენიმე გვერდი არის დაფარული. 

წიგნიდან ღიად გეი ხელოვანის სექსუალური ურთიერთობების საკითხი და მისი პირადი ურთიერთობების დეტალები თითქმის მთლიანად ამოშალეს.

АСТ-ის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ წიგნის ტექსტი 478-ე ფედერალური კანონის შესაბამისად შემცირდა, რომელიც "არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდას", LGBT-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ნებისმიერი ასაკის ადამიანთა სქესის ცვლილებას სრულად კრძალვს. 

წიგნში ზოგი ცენზურადადებული გვერდის აღმბეჭდავი ფოტოები გამომცემლობა "Горький"-მ გაავრცელა, გამომცემლობამ ასევე წიგნის რეცენზია გამოაქვეყნა, რომლის უმეტესი ნაწილიც სიმბოლურად არის გაშავებული. 

კომენტარები