სოციალურ ქსელებში პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრი გამოჩნდა. ფოტოზე ესპანელი რეჟისორი მსახიობ ტილდა სუინტონთან ერთად არის გადაღებული.
ფოტო მომავალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნის პროცესშია გადაღებული. სურათი ჟან კოქტოს 1966 წლის La Voz Humana-ს რიმეიკი იქნება. ალმოდოვარი პარალელურად სრულმეტრაჟიან ფილმზეც მუშაობს, რომელშიც მთავარ როლს რეჟისორის მუზა, პენელოპა კრუსი ასრულებს.