ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო რიგით 72-ე სატელევიზიო დაჯილდოება EMMY დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. ორგანიზატორები ნომინანტებს დაუკავშირდნენ და ონლაინ ცერემონიალში მონაწილეობა სახლიდან სთხოვეს.
EMMY-ის ნომინაციებში ლიდერობს Netflix და HBO-ის Watchmen. Netflix-მა HBO-ს რეკორდი მოხსნა ყველაზე მეტი, 160 ნომინაციით, რაც კი არხს, სტუდიას ან სტრიმინგსერვისს ჰქონია.
დაჯილდოება ABC-ის ეთერში 20 აგვისტოს გავა. ცერემონიის წამყვანი იქნება კომიკოსი ჯიმი კიმელი. მთავარი ნომინანტების სია შეგიძლიათ, იხილოთ აქ.