ისრაელი-არაბთა გაერთიანებული საამიროები-ბაჰრეინი

ბაჰრეინმა და საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების შეთანხმებებს ხელი მოაწერეს

AJ

15 სექტემბერს ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის შეთანხმებებს ხელი მოაწერეს. 

არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ, მესამე და მეოთხე არაბული ქვეყნები გახდნენ, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას დათანხმდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელის მოწერის ცერემონიას თეთრ სახლში უმასპინძლა. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ხელი მოაწერა შეთანხმებებს არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაიანთან და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულა ალ ზაიანტან.

ტრამპმა ოვალურ ოფისში ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა. აშშ-ს პრეზიდენტს ამ ქვეყნებიდან არცერთი დაუსახელებია. 

"ჩვენ ამ დღისით აქ ვართ, რათა ისტორიის კურსი შევცვალოთ". – თქვა მან. აღნიშნულ შეთანხმებებს ტრამპის მნიშვნელოვან დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებენ. 

13 აგვისტოს, ტრამპმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე. მაშინ ტრამპი წერდა: "ახლა, როდესაც ყინული დაიძრა, მე ველი, რომ სხვა არაბული და მუსლიმური ქვეყნები მიბაძავენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს".

არაბთა გაერთიანებული სამეფოს მსგავსად, ბაჰრეინი-ისრაელის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური, კომერციული, უსაფრთხოების და სხვა სახის ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს.

17 აგვისტოს ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატური ურთიერთობის დაწყებაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ სატელეფონო კომუნიკაცია დაიწყო.

ამის შემდეგ, 11 სექტემბერს ტრამპმა ბაჰრეინსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა დააანონსა

კომენტარები