ისრაელი

ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას კიდევ 5 ქვეყანა სერიოზულად განიხილავს – თეთრი სახლი

თეთრი სახლის შტაბის უფროსმა, მარკ მედოუსმა განაცხადა, რომ კიდევ ხუთი ქვეყანა სერიოზულად განიხილავს ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხს. 

15 სექტემბერს ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის შეთანხმებებს ხელი მოაწერეს.  

მედოუსს ამ ხუთი ქვეყნიდან არცერთი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ მათგან სამი რეგიონის ქვეყანაა. 

სავარაუდოდ, ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთი ომანი უნდა იყოს, რადგან ომანის ელჩი 15 აგვისტოს თეთრ სახლში მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა.

ამ დღეს ტრამპმა ოვალურ ოფისში ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა. აშშ-ს პრეზიდენტს ამ ქვეყნებიდან არცერთი არ დაუსახელებია. 

ტრამპი ვარაუდობს, რომ საუდის არაბეთი ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას ადრე თუ გვიან დასთანხმდება.

13 აგვისტოს, ტრამპმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე. მაშინ ტრამპი წერდა: "ახლა, როდესაც ყინული დაიძრა, მე ველი, რომ სხვა არაბული და მუსლიმური ქვეყნები მიბაძავენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს".

არაბთა გაერთიანებული სამეფოს მსგავსად, ბაჰრეინი-ისრაელის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური, კომერციული, უსაფრთხოების და სხვა სახის ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს.

17 აგვისტოს ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატური ურთიერთობის დაწყებაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ სატელეფონო კომუნიკაცია დაიწყო.

ამის შემდეგ, 11 სექტემბერს ტრამპმა ბაჰრეინსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა დააანონსა.

კომენტარები