არჩევნები 2020

რუსთავი 2-ის გამოკითხვა გლდანის ოლქში: ლევან კობიაშვილი - 52.1%, ნიკა მელია - 36.6%

0 კომენტარი
ნიკა მელია / ლევან კობიაშვილი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ბრიტანულმა სააგენტო Survation-მა 12-15 სექტემბრის პერიოდში წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა. სულ გამოიკითხა 1 800 მოქალაქე.

კვლევა პირველ ეტაპზე რამდენიმე საარჩევნო უბანზე ჩატარდა. მათ შორის გლდანშიც, სადაც კითხვაზე "დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას", გამოკითხულთა 66%-მა გასცა დადებითი პასუხი. პასუხი "ალბათ მივიღებ მონაწილეობას" დააფიქსირა 14%-მა, "50-50ზე" ასევე 14%-მა, 7% ამბობს, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას.

გამოკითხულთა 52.1% ამბობს, რომ ქართული ოცნების კანდიდატს, ლევან კობიაშვილს მისცემდა ხმას. 36.6% ამბობს, რომ ხმას მისცემდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატს, ნიკა მელიას.

4.9% ამბობს, რომ ხმას პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს, მერაბ ჭიქაშვილს მისცემდა, 1.9% კი ჩვენი საქართველო-სოლიდარობის კანდიდატს ლაშა გიორგაძეს. ლელოს კანდიდატს, გიგლა მიქაუტაძეს, გამოკითხვის მიხედვით ხმას 1.5% მისცემდა, 2.9% კი სხვა კანდიდატს აირჩევდა.

"დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" - ამ შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 50.1%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 20.8%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 7.6%

გირჩი - 5.8%

პარტიოტთა ალიანსი - 5.4%

ლეიბორისტული პარტია - 2.8%

ევროპული საქართველო - 2.6%

ლელო - 1.8%

ერთიანი საქართველო - 0.9%

თავისუფალი დემოკრატები - 0.6%

სხვა - 1.5%

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები