კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2 324 გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები