ბელარუსი - დიდი ბრიტანეთი - კანადა

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს

0 კომენტარი
ალექსანდერ ლუკაშენკო ფოტო: LiveJournal

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, მის შვილს ვიკტორს და ბელარუსის ხელისუფლების 6 მაღალჩინოსანს აქციები დაუწესეს.

"გაყალბებული არჩევნების ფონზე ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი პასუხისმგებელია ოპოზიციის, მედიისა და ბელარუსელი ხალხის ადამიანის უფლებების დარღვევაზე. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, ის [ლუკაშენკო] უარს ამბობს ოპოზიციასთან დიალოგზე და კიდევ უფრო აძლიერებს თვის ძალადობრივ რეპრესიებს". – ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სანქციების ფარგლებში ბელარუს მაღალჩინოსნებს დიდ ბრიტანეთსა და კანადაში შესვლა ეკრძალებათ, ასევე, სანქციები ეკონომიკური სახისაა და სანქციების სიაში შეყვანილ ადამიანებს ამ ქვეყნებში ეკონომიკური საქმიანობა ეკრძალებათ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია არჩევნების შემდეგ დაპატიმრებული დემონსტრანტების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობაზე

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანსუა-ფილიფ შამპანის თანახმად, ორი ქვეყანა შეთანხმებულად მოქმედებს რათა სანქციები უფრო ეფექტური იყოს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ბელარუსის მაღალჩინოსნებს სანქციები უკვე დაუწესეს ბალტიის ქვეყნებმა. თავდაპირველად სანქციები 30 ადამიანს შეეხებოდა, თუმცა, მოგვიანებით ბალტიის ქვეყნებმა სანქციების სია გააფართოვეს.

ევროკავშირი აქტიურად განიხილავს ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა სანქციების დაწესებისთვის აუცილებელია თითოეული ქვეყნის თანხმობა. კვიპროსი უარს ამბობს ბელარუსის საქნციებს მხარი დაუჭიროს, მანამ სანამ ევროკავშირი თურქეთისთვის არ განიხილავს სანქციების დაწესებას.

კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები