ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: ვაქვეყნებთ თურქეთის ჩამოგდებული სომხეთის SU-25-ის ფოტოებს

ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2020 - 14:35
tbl.ge/544g
დაკოპირდა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფოტოები, რაშიც მათივე განცხადებით, ჩანს სომხეთის საჰაერო სივრცეში თურქეთის საჰაერო ძალების, F-16-ის მიერ ჩამოგდებული სომხეთის საჰაერო ძალების SU-25-ის ტიპის თვითმფრინავი. სომხური მხარის თქმით, პილოტი დაიღუპა.

თურქეთი და აზერბაიჯანი უარყოფს სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთის F-16-მა სომხეთის SU-25 ჩამოაგდო. 

გაერო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და სასწრაფოდ გააგრძელონ მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე. 

29 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აზერბაიჯანსა და სომხეთს დაჟინებით მოუწოდა, რომ ძალადობა შეწყვიტონ. 

სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 29 სექტემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღის რეგიონის გარეთ მდებარე სომხურ ქალაქ ვარდენისს, რის შედეგადაც სულ მცირე 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით უპილოტო დრონით ცეცხლი გაუსხნეს სამოქალაქო ავტობუსს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ვარდენისიდან სომხეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო აზერბაიჯანის დაშქესანის მიმართულებით, რასაც სომხეთი უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის თავდასხმის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანელ სამხედროებში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

სომხეთიაზერბაიჯანითურქეთი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალავს
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 20:52

რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალავს

კაპროვანში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 20:42

კაპროვანში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

პირს, რომელმაც მეუღლეზე იძალადა და დაამცირა, 6 წელი და 6 თვე მიესაჯა
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 20:36

პირს, რომელმაც მეუღლეზე იძალადა და დაამცირა, 6 წელი და 6 თვე მიესაჯა

გიორგი ახობაძეს Facebook პოსტის გამო 25-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 20:01

გიორგი ახობაძეს Facebook პოსტის გამო 25-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

BOG-ის ტერმინალით გადახდისას რამდენიმე ობიექტში Student და sCool card-ს შეთავაზება აქვს (რ)
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 19:19

BOG-ის ტერმინალით გადახდისას რამდენიმე ობიექტში Student და sCool card-ს შეთავაზება აქვს (რ)

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2გენერალი კეინის თქმით, უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო
3საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები
4ზატულინი გიორგი ჭიღლაძეზე: დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
5ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕