აზერბაიჯანი: ორი სომხური საბრძოლო თვითმფრინავი 29 სექტემბერს მთაში ჩამოვარდა

BRI

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, თანაშემწემ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ორი სომხური SU-25-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი 29 სექტემბერს მთაში ჩამოვარდა.

"ორივე თვითმფრინავი მთაში ჩამოვარდა, აფეთქდა და განადგურდა. ეს აჩვენებს სომხური სამხედროების ხელმძღვანელობა არ აძლევს ზუსტ ინფორმაციას თავის მოქალაქეებს და საზოგადოებას". – თქვა პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმათ ჰაჯიევმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფოტოები, რაშიც მათივე განცხადებით, ჩანს სომხეთის საჰაერო სივრცეში თურქეთის საჰაერო ძალების F-16-ის მიერ ჩამოდგებული სომხეთის საჰაერო ძალების SU-25-ის ტიპის თვითმფრინავი. სომხური მხარის თქმით, პილოტი დაიღუპა.

თურქეთი და აზერბაიჯანი უარყოფს სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთის F-16-მა სომხეთის SU-25 ჩამოაგდო.

გაერო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და სასწრაფოდ გააგრძელონ მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე.

29 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აზერბაიჯანსა და სომხეთს დაჟინებით მოუწოდა, რომ ძალადობა შეწყვიტონ.

სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 29 სექტემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღის რეგიონის გარეთ მდებარე სომხურ ქალაქ ვარდენისს, რის შედეგადაც სულ მცირე 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით უპილოტო დრონით ცეცხლი გაუსხნეს სამოქალაქო ავტობუსს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ვარდენისიდან სომხეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო აზერბაიჯანის დაშქესანის მიმართულებით, რასაც სომხეთი უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეიზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის თავდასხმის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანელ სამხედროებში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

 

კომენტარები