ახალი კორონავირუსის ვაქცინა

რუსეთში ახალი კორონავირუსის მეორე ვაქცინა დაარეგისტრირეს

OXFORD UNIVERSITY / BBC

ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიის და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრმა ვეკტორმა კორონავირუსის მეორე რუსული ვაქცინა დაარეგისტრირა. ვაქცინის სახელწოდებაა EpiVacCorona. ამის შესახებ შეხვედრაზე მთავრობის წევრებს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეატყობინა.

"რამდენადაც ვიცი, ჩვენ ვემზადებით კიდევ მესამე ვაქცინას - ჩუმაკოვის სახელობის სამეცნიერო ცენტრის ვაქცინას". – დამატებით აღნიშნა პუტინმა. 

რუსეთის ვიცე-პრემიერის ტატიანა გოლიკოვას თანახმად, EpiVacCorona ვაქცინის რეგისტრაციის შემდგომი კლინიკური გამოცდა უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში 40000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. მოხალისეებს შორის 150 60 წელს ზევით იქნება.

პირველი დაპატენტებული და დარეგისტრირებული კორონავირუსის რუსული ვაქცინა Sputnik V-ია. ის გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა.

გამელიას კვლევითმა ინსტიტუტმა, რომელიც რუსეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ნაწილია, ივნისში დაიწყო ვაქცინის სახელად Gam-Covid-Vac კლინიკური ცდები. ეს ორი ადენოვირუსის Ad5-სა და Ad26-ის კომბინაციაა. ორივე კორონვირუსის გენითაა გამოყვანილი.

11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააანონსა, რომ რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ვაქცინა, შეცვლილი სახელით, Sputnik V. ვაქცინა დაამტკიცეს მანამ, სანამ მესამე ფაზის ცდები დაიწყებოდა. ვაქცინის ექსპერტები ამას სარისკო ნაბიჯად აცხადებენ. მას შემდეგ რუსეთში განაცხადეს, რომ დამტკიცება “პირობითი რეგისტრაციის სერტიფიკატის” მინიჭება იყო, რაც მესამე ფაზის ცდების პოზიტიურ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ცდებში თავდაპირველად 2000 მოხალისეს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, მოგვიანებით მათი რაოდენობა 40 000-მდე გაზარდეს. 4 სექტემბერს გამალეიას მკვლევარებმა გამოაქვეყნეს პირველი და მეორე ფაზის ცდების შედეგები. მცირე კვლევით ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები გამოიღო და მსუბუქი გვერდითი ეფექტები გააჩნია.

რუსეთი ბრაზილიასთან, მექსიკასთან და ინდოეთთან შეთანხმდა, რომ მათ ვაქცინას გაუგზავნის.

ახალი კორონავირუსის ვაქცინების წინსვლაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები