აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დღეს, 25 ოქტომბერს 15:00-დან 17:00 საათამდე ბათუმის N1 პოლიკლინიკაში უფასო PCR ტესტირება ჩატარდება. სამინისტრო მოუწოდებს ვირუსის სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიმართონ აღნიშნულ სამედიცინო ცენტრს.
"აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, დღეს 15:00-დან 17:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის.
მის: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2
ვისაც აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, გთხოვთ, მიმართოთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!". – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.